ირაკლი – უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა სფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ