ირაკლი კობახიძე – უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში ს სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დღეს დავაფიქსირებთ საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში