ირაკლი – უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა „დიფ სთეითმა“ გააკეთა ყველაფერი, რომ სამხედრო აგრესია შემდგარიყო

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა „დიფ სთეითმა“ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.
„ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში დიფ სთეითი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. იყო სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც დიფ სთეითმა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე. არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ომი შემდგარიყო”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას