ირაკლი – უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს – ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა

უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილავს თუ არა სამთავრობო გუნდი კომპრომისს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
„არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება უკანაც დაიხიო. მაგალითად ჩვენ ეს გავაკეთეთ შარშან, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ კანონი იყო სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიგო, ჰქონდა გულწრფელი პროტესტი, ჩვენ დავიხიეთ უკან და გამოვიწვიეთ ეს კანონი. ასეთი რაღაცები პოლიტიკაში ბუნებრივია შეიძლება მოხდეს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ახლა ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია. რაც ბუნებაში არ არსებობს იმას როგორ შეცვლი, აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს. ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა. შესაბამისად, ერთადერთი, რაც უნდა მოხდეს არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს