უილსონზე: ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი  -ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონი მიერ სალომე ზურაბიშვილს -ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიპატიჟებას გამოეხმაურა.

ჯო უილსონს “ამერიკელ კუბილიუსს” უწოდოებს და ამბობს, რომ ტრამპს არსად არ მიუწვევია.

“დონალდ ტრამპს არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში – ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.

ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები”. – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

აქამდე, ოცნების ნარატივით ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯობესდებოდა.

თუმცა, ბოლო დღეებში ივანიშვილის რეჟიმმა დონალდ ტრამპთან “დალაგების” ნარატივის კორექტირება და მოლოდინების კონტროლი დაიწყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან