ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვს შეხვდა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მთავრობის მეთაურმა საკანონმდებლო პალატის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს ქვეყნებს კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს, მაგრამ მისი გაფართოების დიდი შესაძლებლობა არსებობს. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5 პროცენტს აღემატება, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია ევროპის მასშტაბით.
მივყვებით ძალიან ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას; ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მცირე რაოდენობის გადასახადები გვაქვს ქვეყანაში; ყოველივე ეს ძალიან კარგ პირობებს უქმნის თქვენს ინვესტორებს საქართველოში ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობისთვის.
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიურია. ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა. დიდია თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი ყველა ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. სასიამოვნოა, რომ ამჟამად გმასპინძლობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.
მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.
ასევე ძალიან გვსიამოვნებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი იქნა არჩეული. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე.
მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი.
საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში”, – განაცხადა ნურიდინ ისმოილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ “ბაიდენისთვის”, მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის – სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი

უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის