ირაკლი უვიზო რეჟიმზე – შანტაჟი უნდა დასრულდეს! – რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში

რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში – დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და გაუმჯობესდება, – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, რომელიც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან გააკეთა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, იმედოვნებს, რომ ევროპაში დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული, ღირებულებითი კრიზისი.
„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პირველ რიგში, ღირებულებითი კრიზისი, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის დაიძლევა, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული კრიზისი, ღირებულებითი კრიზისი. სურვილი გვაქვს, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“,- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ვინმესთან, რათა არ შეწყდეს უვიზო რეჟიმი, პრემიერი აღნიშნავს: „ჩვენ ყველასთან სათანადო კომუნიკაცია გვაქვს. შანტაჟი უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ“.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა რომ „მაგიდაზე კვლავ დადებს სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ“. მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“