ირაკლი კობახიძე – უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
პრემიერი უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის“,- აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია