ირაკლი კობახიძე ტერორიზმის საფრთხეზე – ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ ასეთ გეგმებს დავუპირისპირდეთ – პირდაპირი ძალისხმევა იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც არ გავაკეთეთ და ამის გამო გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან

გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც კობახიძე განმარტავს, ასეთი რამ როგორც „საერთაშორისო კონტექსტის, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით არავის უკვირს“.
„როგორც საერთაშორისო კონტექსტის, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, ნუ რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო კონტექსტის, ადგილობრივი და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის ფაქტების პრევენციისთვის… თქვენ იცით, რომ საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება ასეთი ინტერესი ჰქონდეს, თქვენ ხედავთ, ვის აქვს ზოგადად, არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. პირდაპირი ძალისხმევა იყო იმისათვის, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან, თუმცა, ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა კობახიძემ.