ირაკლი კობახიძე სუს-ის უფროსის ახალ მოადგილეზე – ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია – „ნაცები“ თქვენკენ მოიკითხეთ!

ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია – „ნაცები“ თქვენკენ მოიკითხეთ! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
კითხვაზე, „რატომ დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის მოძალადე ძალოვანი ლევან ხარაბაძე, რომელიც 2009 წელს ვერის პოლიციის უფროსი იყო და ადამიანების დარბევაში იღებდა მონაწილეობას“, მ ჟურნალისტს მიმართა, რომ “ნაცები“ საკუთარ ტელევიზიაში მოეკითხა.
“ლევან ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე – შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება “ნაცებს“, “ნაცები“ თქვენკენ, თქვენი ტელევიზიისკენ მოიკითხეთ!
შეიძლება ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას თავის დროზე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25 ათასი კაცი მუშაობდა და ამ 25 ათასი კაციდან 20 ათასზე მეტი ღირსეული კაცი იყო.
“ნაცები“ თქვენსკენ მოიკითხეთ – თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ!
რაც შეეხება “ნაცებს“, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა – “ნაცებზე“ თქვენ კითხვებს ნუ სვამთ! უღირსი ნაცები ჭარბად თქვენს ტელევიზიაში არიან წარმოდგენილი და “ნაცების“ ტელევიზია “ნაცებთან“ დაკავშირებით კითხვებს არ უნდა სვამდეს“, – მიმართა ჟურნალისტს დასმული კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, ს ახალი მოადგილეები ჰყავს.
უწყების ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.
სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით

ირაკლი კობახიძე – ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას – მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან