ირაკლი – სულხან თამაზაშვილს აქვს გამოცდილება, უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან

ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული სამსახურისთვის.
„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს – შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისთვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ძალიან ღირსეული გაგრძელება.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს. ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს საქმიანობა განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან.
ჩვენს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს ბატონი სულხან თამაზაშვილი. მას მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე