ირაკლი კობახიძე – სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ ვიცოდით, დამტკიცდა რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება, რაც ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუციების მიმართ რეპუტაციას აზიანებს.
„პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი საქმე, რომელიც სახელმწიფომ „ნაცებს“ სტრასბურგში არ მოუგო, ამის მორიგი გამოხატულებაა კეზერაშვილის საქმე. თქვენ იცით რას უკავშირდებოდა ქართულ სასამართლოში წარმოებული შესაბამისი საქმე, საქმე ეხებოდა ქართული ჯარის გაძარცვას, კეზერაშვილის მხარე დაობდა, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და უკანონო განაჩენის გამოქვეყნებას, სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ის რაც ყველამ ვიცოდით.
დამტკიცდა ის, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია, ზოგადად, ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი წინა პლანზე წამოწეული ფიგურაა, ჯერ კიდევ ქართულ პოლიტიკაში, არის უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელი, მას ფული ჯერ ბიზნესის რეკეტით აქვს ნაშოვნი, შემდეგ ქართული ჯარის ძარცვით და დღეს ფულს ევროპელი პენსიონერების ძარცვით შოულობს. დღეს ეს ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს მედიას, „ენჯეოებს“, პოლიტიკურ პარტიებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში, შესაბამისად, ეს არის მწვანე შუქი მისი კრიმინალისთვის, რაც შემაშფოთებელია, რაც მძიმედ აისახება ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში. იმედი მაქვს 20 იანვრის შემდეგ ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი გაფლანგა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.