სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ, 9,8 პროცენტი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ეკონომიკურ დიპლომატიას ენიჭება და ამ კუთხითაც, მიმდინარე წელს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა გამორჩეული იყო.
„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ წელსაც შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და ამისთვისაც მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.




