ირაკლი კობახიძე – სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ – აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი

დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია – ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი , გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი ყველა ძირითად პრინციპს შეესაბამება.
კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი.
„მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის.
აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება.
ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას.
ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად