ირაკლი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს, შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
„მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში“, – უთხრა კობახიძემ ხაჩატურიანს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა თბილი მიღებისთვის.
„გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი…
ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ“, – თქვა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
სომხეთის პრეზიდენტი გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ეწვია დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი გუშინ შეხვდა ქართველ კოლეგას, მიხეილ ყაველაშვილს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”