სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე – საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით – დარწმუნებულები ვართ, ამ ტემპებით დიდ წარმატებებს მივაღწევთ

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი მ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საფუძველია.
„მოხარულები ვართ, რომ დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.