ირაკლი კობახიძე – სახელფასო უწყისში ლევან ხაბეიშვილი მითითებული იყო, როგორც „ანიტა“, ის 5000 ლარს იღებდა ყოველთვიურად, კონკრეტული წყაროდან – ჩვენი გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში

კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ – მე არ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით – რომ დავიწყო ვიღაცების უარყოფა, მერე მიმიყვანთ ვიღაცის დადასტურებამდე და მასეთ ეშმაკობებს მე ვერ გავატარებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მედიის კითხვაზე, მისი გუნდის რომელ ყოფილ წევრებზე აქვს კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვები, ამბობს, რომ ვინაობას არ დაასახელებს, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს.
„მე არ დავაკონკრეტებ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე იმიტომ არ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. მე იმედი მაქვს, რომ სადაც იქნება საფუძვლიანი ეჭვი ყველგან დაიწყება გამოძიება,“ – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კითხვაზე იმის შესახებ, რომ ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, საგარეჯოში იმყოფებოდა, კობახიძე ამბობს, რომ ეს ტყუილია.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში.
„ეს არის ისეთი ტყუილი რომ რა ვიცი. ვინ გაავრცელა?! ლევან ხაბეიშვილმა, რომლის მეტსახელი არის ანიტა. მე არ მიმიყენებია მისთვის შეურაცხყოფა, სახელფასო უწყისში ლევან ხაბეიშვილი მითითებული იყო როგორც ანიტა. ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი. ის 5000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. კი, [ჩვენი გუნდის] ყოფილ წევრზეა საუბარი,“ – განაცხადა კობახიძემ.