ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

ირაკლი : სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები
საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ელჩების კონფერენცია 2024“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.
„საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ამ სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას, რისთვისაც ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, პარალელურად საჭიროა დიპლომატიური აქტივობების განხორციელება იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი პროექტებია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ანაკლიის პორტის პროექტები, რომელთა წარმატებისთვის ქართულმა დიპლომატიამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია ქართული დიასპორის როლი.
„სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ დიასპორის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინება და მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში.
მინდა თითოეულ თქვენგანს, ქართველ დიპლომატებს, საქართველოს მისიების ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, გადაგიხადოთ უდიდესო მადლობა თქვენი ძალისხმევისა და პატრიოტიზმისათვის. პატრიოტიზმის გარეშე სახელმწიფოსთვის ვერცერთი საქმე სათანადოდ ვერ კეთდება. პირველია სიყვარული ქვეყნის, პატრიოტიზმი და პირველ რიგში, ამისთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა, თქვენი დამოკიდებულებისთვის ქვეყნის მიმართ და თქვენი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც აკეთებთ ყველა საქმეს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან. თქვენი პროფესიონალიზმი და ქვეყნის მიმართ ერთგულება ფასდაუდებელია. მჯერა, რომ 2025 წელს თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, დამდეგი შობა და გისურვოთ ყველას ბედნიერება, წარმატებები ახალ 2025 წელს. ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს გაკეთებული განცხადების შედეგია, რომელიც ასე საჯაროდ იქნა გაცხადებული „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის რეაქციული პასუხი ამ ძალების მიერ, რადგანაც 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა

შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა