ირაკლი კობახიძე – საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის – უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ დანაშაულის წყაროს

რაც შეეხება ბანერების დაზიანებას, მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია ში მიმდინარე ომთან – რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიკული მოვლენა წარმოეჩინათ. ახლა არიან შეშფოთებულები იმის გამო, რომ საზოგადოებას შიშველი სიმართლე ვაჩვენეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი იმ ფაქტს, რომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ მათი პარტიის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოხდეს უკრაინიზაცია.
„რაც შეეხება ბანერების დაზიანებას, მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევარი უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში. უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა, ამ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც ომის დაწყებამდე ოკუპირებული იყო მხოლოდ 8%. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ენერგეტიკის სფეროში ელექტროენერგიის გამომუშავების ნახევარი დაკარგა უკრაინამ. უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, უამრავ დასახლებაში არ აქვთ გაზი, დენი, წყალი, მათ შორის დიდ ქალაქებში. დაღუპულია ათი ათასობით უკრაინელი, ასობით ბავშვი. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიკული მოვლენა წარმოეჩინათ. ახლა არიან შეშფოთებულები იმის გამო, რომ საზოგადოებას შიშველი სიმართლე ვაჩვენეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათი მიზანი იყო ქართველებს მონდომებოდათ იმ ბედის გაზიარება, რასაც უკრაინა იზიარებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს უკრაინიზაცია. არ გაიხსნას მეორე ფრონტი. იმისათვის არის მნიშვნელოვანი 26 ოქტომბერს ხალხმა მხარი დაუჭიროს მშვიდობას“,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის.
„ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს, თითოეული ამომრჩეველი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე. 2020 ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“ , „ლელოს”, გახარიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. რაც შეეხება ამომრჩევლის დასჯას, ჩვენთვის ეს არ არის ის საკითხი, რაც შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლება, რომელიც წარმოადგენენ დაბრკოლებას დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გზაზე. ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის გასამართლება. ბოლშევიკებს ბოლშევიზმი წარმოშობს, ფაშისტებს ფაშიზმი. ნებისმიერი არასწორი მიმდინარეობის მიმდევრებს წარმოშობს შესაბამისი მიმდინარეობა. უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ დანაშაულის წყაროს. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში ჯაშუშები არიან. გარე დავალებების შესაბამისად მოქმედებენ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით – პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა