– საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.
„დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს X-ზე.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ