ირაკლი კობახიძე – საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ჩვენ ურყევად მივყვებით განვითარების გზას – ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირზეა დამოკიდებული

საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის [ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე] მოლაპარაკებებისთვის.
„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნა ირაკლი მ.
კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„თბილისი ენერჯი“ – საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს – რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს