ირაკლი კობახიძე – საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და ამიტომაა, რომ ათასი მოძალადიდან მხოლოდ ოცია დაკავებული – საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს – ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ გაათავისუფლა იმიტომ, რომ არ იყო წარმოდგენილი 100%-იანი მტკიცებულებები.
კობახიძის თქმით, თუ 1%-იც კი რჩება ეჭვი, სასამართლო ვალდებულია გაათავისუფლოს ადამიანი.
„საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1000 მოძალადიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული, ამის მიზეზიც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-ი მაინც თუ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა იცის, რომ ადამიანი არის ნარკომანი, მოიხმარს და ასაღებს ნარკოტიკებს, თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულები სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი.
ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. არაფერ შუაში არ არის „ჩადება“ . 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი.
ერთი რამ მინდა გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს – ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ!“,- განაცხადა პრემიერმა.