საქართველოში ს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოში ს სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მოსამართლეს – კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება