ირაკლი კობახიძე – საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი

ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების ახალი შეფასების მიხედვით, საქართველო 2024 წლიდან მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიიჩნევენ საქართველოს რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით.
„მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში – მხოლოდ 9.9 5%-იანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის თვალსაზრისით.
მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები – ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს – არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში. მოლაპარაკებების წარმოება დასჭირდებოდათ სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი – კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი.
„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ – ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი – კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქროებსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად.
ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის – ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმითვე, საქართველოს სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.
„ძვირფასო დელეგატებო, საქართველო მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკური ციკლის აქტიური მონაწილე. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.
როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აფართოებს მიწოდების ჯაჭვის გლობალურ მდგრადობას. ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში, ეს არის ვალდებულება ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები ეჭიდებიან.
დასასრულს, გიდასტურებთ საქართველოს ურყევ ერთგულებას ვიყოთ პარტნიორი, შესაძლებლობა და საშუალება ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. პარტნიორებს მოვუწოდებთ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კავშირების გაფართოებისკენ და საერთო გეოგრაფიული გამოწვევების გარდაქმნისკენ რეგიონული კეთილდღეობის ლოკომოტივებად“, – განაცხადა პრემიერმა.