– საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე – ნატო-ს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.
„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები”, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული