ირაკლი კობახიძე – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოცნებად ჰქონდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ.
„პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს იმ უდიდესი გმირობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“,-განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ