ირაკლი კობახიძე – საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის – ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პრემიერი აცხადებს, ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის.
იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ