ირაკლი კობახიძე – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია

1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია – ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით, ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა საერთაშორისო დონეზე მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის -ის უდიდესი პირადი ძალისხმევისა და ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ამგვარად, საბოლოოდ აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო დამოუკიდებელ და თანასწორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი