ირაკლი კობახიძე – საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში – ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია და ვერც მისი დის შვილი

საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი თემურ ალასანიას განცხადებას, რომლის თანახმად, ვის უნახავს, „წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება“.
კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაც ეს არის.
„მისმა დისშვილმა ერთხელ სცადა ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ს ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ალსანიას და მისი დის შვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამით არიან გაღიზიანებული. ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე, საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი და გარდა ამისა, როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, როლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან, ს ბიძის მხრიდან. მათი გამოცდილებისგან განსხვავებით საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთებაა, ჩვენი პოლიტიკა განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან.
პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აღიარებით ჩვენებას აძლევენ და ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც თემურ ალასანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს უბრალოდ წამოსცდათ. ისინი ამას ხომ აკეთებენ მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც მთელი ეს წლები აკეთებენ ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ის, უბრალოდ, კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“,-აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ -ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.
„სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.
გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“, – განაცხადა თემურ ალასანიამ, რომლის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.