ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის

პრემიერი ირაკლი საქართველოს საარჩევნო პროცესებში ს საგარეო ჩარევის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, მან უნდა „მიხედოს“ ს.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა მ, რომლის ლეგიტიმაციას არ სცნობენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოებადა და იმ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან პარლამენტთან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ საერთაშორისო საზოგადოებასაც.
ემანუელ მაკრონმა გუშინ, 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“, და, ასევე, „ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“. ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:
„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.
გუშინვე საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელ X-ში ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერა:
„ვინაიდან ემანუელ მაკრონი დემოკრატისა და თავისუფლების მებრძოლებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქვევს, ის აფასებს დემონსტრანტების და ს გამბედაობას საქართველოში, ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩვენები შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი საფრანგეთის პრეზიდენტისა და ელჩის განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც კარგი გამოსავალი ახალი ს ჩატარება იქნება.
„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში მან.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხმრავალი აქციები იმართება – დემონსტრანტები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ცნობენ ამ არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „საქართველოში ყველაფერი არის კარგად“, ევროპის ქვეყნებში კი პოლიტიკური კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში