ირაკლი კობახიძე – სარჩელს სამართლებრივი კუთხით პერსპექტივა არ ექნება – მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია

სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტ ს სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავისი სარჩელით აღიარა იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც „კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა“.
„ამ ყველაფერში კარგი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. პოლიტიკოსს ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს, თუმცა მას შეცდომები ხშირად მოსდის. ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი, აქედან გამომდინარე ის იძულებული გახდა ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, ამ სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, გამჭვირვალობა ვერც უარყოფითად შეფასდება. აქედან გამომიდინარე, ამ სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“,- განაცხადა მ.
პრემიერის თქმით, კანონის დაცვასთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რუსული კანონი“ არ არსებობს. ეს ტერმინი არის ცრუპენტელობა. მოგიწოდებთ, რომ ცრუპენტელობას მომავალში აღარ მიმართოთ. რაც შეეხება კანონის დაცვას, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი გადაწყვეტილება მიიღება – შეიძლება ეს იყოს იურიდიული კომიტეტის ჯგუფი, პოლიტიკოსებიც. ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო