ირაკლი – სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ – ამ შანტაჟს ეფექტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება

სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.
„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }