ირაკლი კობახიძე – სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა – ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, -ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზანი.
მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას,
„სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ხელი გავუწოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. იცით, რომ ამაში ამერიკის ყოფილი ელჩის [კელი დეგნანი] განსაკუთრებული წვლილი იყო, რა წვლილზეა საუბარი ეს გასაგებია, ამ ფონზე ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ თემაზე ღია ვართ საუბრისთვის. ასეთ პირობებში მსგავსი ნაბიჯები არის კონტრპროდუქტიული.
გვესმის, რომ არის წინა საარჩევნო პერიოდი, ისიც გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები – ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი პასუხი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ასეთი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მოუტანა. ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ასეთი რეჟიმს ხელისუფლებაში თავის დროზე მოყვანისთვის“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ