სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება – ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი – EURONEWS

ირაკლი სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება – ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი – EURONEWS
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, – წერს Euronews-ი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში, რომელიც პარასკევს ტირანაში გაიმართა, თბილისსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების დათბობას აღნიშნავს“, – ნათქვამია სტატიაში.
„სამიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან“, – აღნიშნულია სტატიაში.
მ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ „იყო კომუნიკაციის შეზღუდული პერიოდი [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] და, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ საქართველოსთან კავშირების აღსადგენად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დათბობა თავისი ქვეყნის „ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლით“ ახსნა და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსთან და მის ხელმძღვანელობასთან ჩართულობის აუცილებლობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ინიციატივა ევროპელი ლიდერების მხრიდან წამოვიდა“.
„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად არის აღიარებული ქართველ ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას