“სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დავესწარი.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მივულოცე.
აღვნიშნე, რომ შობა სიყვარულის, სიკეთის დღესასწაულია, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას სიყვარული და სიკეთე ვუსურვე.
საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოვისმინეთ,” – წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.