ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს მალე ვადა გასდის ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან

სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში, ს ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.