ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის აქციონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება – მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურაშვილის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია.
ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არ არის, თუმცა ადრე იყო. ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ