ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია და მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ, ს განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი ეს ემოციური განცხადებები არაა გასაკვირი.
ამასთან, მისივე თქმით, „ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“.
„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი. კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
„მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!