ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის – ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ

სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამიტში, ღონისძიებაზე ს ირაკლი რომ მიეწვია.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, ს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ც, სამწუხაროდ, არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული(უკრაინელი) მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე