ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ციხეში ჩაჯდება თუ არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ 22 დეკემბრის პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ილაპარაკა. მ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს.
თუ ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. „72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება“ – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა: „ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს. “ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით: “მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 დეკემბერს გეგმავს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს