ირაკლი კობახიძე – საინტერესო არაა, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე – ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როცა გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ქართულ კულტურას არ შეესატყვისება

საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, – ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი კითხვას, რომელიც ეხებოდა ს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყების ბრძანებას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთან დაკავშირებით.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს.
„ჩემთვის საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უკულტურობა. მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები ამ თემაზე. არა მგონია ეს სერიოზული იყოს. პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის “შეურაცხყოფის ფაქტზე” გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ “რუსეთის დროშა შეურაცხყო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა