ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე – რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა – დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია

რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა.
„რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. ეს არის ის, რომ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა. რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი საკონსულო რეგისტრაციის გავლა, საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას იხსნება უბნები. ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესაძლოა გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყოს 2, 3 და 4 უბანიც კი. ყველაფერი საარჩევნო პრინციპების დაცვით წარიმართება, არსებულის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი