ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო მისიების განცხადებებმა ცხადყო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს – არჩევნები არის შემდგარი!

საერთაშორისო მისიების პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები ს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები – არჩევნები არის შემდგარი! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რის გამოც თებერვლიდან დაიწყეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში მოწვევა, რომ მათ სურვილი ჰქონდა ჩაეტარებინათ აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები.
„ვუსმენდით პრესკონფერენციას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული – არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა. გარდა ამისა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები, ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენიო ღიაობა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს.
არჩევნები არის შემდგარი! უახლოეს მომავალში შეჯამდება ს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც მთავარი ინტერესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა