ირაკლი კობახიძე – რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს

რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კითხვას, რატომ არ ახსენა , გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძის თქმით, მან გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა.
„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, -ში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ