ირაკლი რომის პაპს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი 24 ნოემბერს რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook-გვერდზე წერია.
დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ვატიკანს ეწვევა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.