– როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს ქვეყანას, რისკები და გამოწვევები არსებობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა

ს წერილში ასახულია ყველა ის მიღწევა, რაც ქვეყანას ჰქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ყურადღება არის გამახვილებული სხვადასხვა ტიპის გამოწვევებზე, მათ შორის გუნდის შიგნით არსებულ გამოწვევებზე, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ისედაც ჰქონდა და აქვს გარკვეული ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევები ყოველთვის არსებობს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს როდესაც ამ მასშტაბის ზეწოლა იყო ქვეყანაში.
„ეს ყველაფერი განაპირობებს გუნდის შიგნითაც გამოწვევებს და ეს გამოწვევები იყო თავის დროზე, თუმცა დღეს ჩვენი გუნდი არის ძლიერი როგორც არასდროს. რაც შეეხება გამოწვევების სხვადასხვა მიმართულებას, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონი ს განცხადება, რომელიც მან გააკეთა პარტიის ყრილობაზე 2023 წლის დეკემბერში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ერთგვარი პირობა იყო გახმოვანებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და სწორედ ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც წარიმართებოდა აქამდე, რაც წარიმართება დღეს და რაც წარიმართება მომავალში. ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება უკომპრომისო კორუფციასთან მიმართებით, შესაბამისად, გაგრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ყველანაირი არათუ შემთხვევა, არამედ რისკებიც კი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. იცით, რომ კონკრეტული და ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ”, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები უკავშირდება მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.
„გამოწვევები უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვყავს რეალურად ოპოზიცია და აქედან გამომდინარე არ არის ჩამოყალიბებული ჯანსაღი, დემოკრატიული მოცემულობა იმ პირობებში, როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, რისკები და გამოწვევები არსებობს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარდეს. ასევე გრძელდება პროცესები, რაც ძალიან კარგია. გვაქვს ნაკლები პოლარიზაცია, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ზუსტად ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: “ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებში არსებული ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რისი სააშკარაოზე გამოტანაც ინდივიდისთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა