ირაკლი კობახიძე – როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი – სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს

როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი – აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებითვე, ამ თემასთან დაკავშირებით „ვიღაცები სპეკულირებას ახერხებენ“.
„რა თქმა უნდა, ეს ხომ ნორმალურია. როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ბლინკენი, ბორელი სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებიან იქ, ხომ, აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა?! აქ ხომ კითხვებიც არ არის ობიექტურად, მაგრამ აქაც კი, ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ, [ და ბალტიისპირეთის ქვეყნები] მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ჯერ 4-ჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. კონკრეტული ქვეყნები ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულები და ჩვენზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ჰყიდიან რუსეთში. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი. ეს ასე უნდა იყოს. აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ აქაც კი ახერხებენ ვიღაცები სპეკულირებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო