ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? – ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი

როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? – ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და „ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას ვერ ექნება”.
„რეალურად, ჩვენ აქ საქმე ცალკეულ შემთხვევებში პარტიების ირიბ დაფინანსებასთან გვქონდა. მაგალითად: „ტაბულა”, „მომავლის აკადემია”. ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. გარდა ამისა, ზუსტად ახლა ვსაუბრობდი ექსტრემიზმის წახალისებაზე. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება.
როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? – ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ამ ორგანიზაციებს პირდაპირ განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემისტთან. აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას ვერ ექნება”, – განაცხადა მ.
მისი თქმით, გასაკვირია, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ამ მასშტაბის უსამართლობას ხედავენ“.
„დიდი ბრიტანეთი, ინგლისი არის ქვეყანა, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა ჩაისახა და სამართლიანობის იდეას სხვა დატვირთვა მიეცა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობას ვხედავთ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო პასუხი გვჭირდება. ასევე ფაქტზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი. ერთადერთი კვლავ შანტაჟს, მუქარას ვისმენთ, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ შეიცვლება”, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური ს გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.