ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან

ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.
პრემიერის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის.
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის თქმით, ის მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინის ომსა და ევროპის განვითარების პერსპექტივაზე საქართველოს გადმოსახედიდან.
„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა ოცდაათამდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან – ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება, სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს.
ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთანაც, როგორც სხვა ლიდერებთან, მქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას, რეგიონში ჩვენს როლს და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლასა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს