ირაკლი კობახიძე – რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან პოლიტიკიდან – ჩვენი დაპირებაც ეს არის: ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში

რიშმა თქვა, რომ ამ ს შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში – ერთადერთი ახალი რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.
მან ეკა გიგაურის გამოსვლას კონგრესში სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი აქტები მიზნად ისახავს არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
„რაც შეეხება ეკა გიგაურს, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია.
მიზანი არის ის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისთვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად, ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება არ არის, დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას თუ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში“,- განაცხადა მ.
მისი თქმით, შეფასებები და ტერმინები რომლებსაც კონგრესში „ქართული ოცნების მიმართებით იყენებენ, თავად ტერმინების ავტორებისთვის არის უხერხული, რადგან აჩვენებს უკულტურობის დონეს კონგრესში.
„ეს ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის. არ შეიძლება უკულტურობის ასეთ დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების განმავლობაში ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო და დღეს ამ ინსტიტუტში, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი. რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება,“ – განაცხადა კობახიძემ.